ბარსელონაში ხელშეუხებელი მხოლოდ 5-6 ფეხბურთელია — GOAL.COM
"ბარსელონას" ხელმძღვანელობა ნახევარმცველ ფრენკი დე იონგის ტრანსფერის თაობაზე წინადადებებს განიხილავს.
გუშინწინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 25 წლის ჰოლანდიელის ყიდვას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს, რომელიც 70-80 მილიონ ევროს იხდის.
გუშინ კი ესპანურმა გამოცემა Diario Sport-მა დაწერა, რომ კატალონიური გრანდი ფეხბურთელს 100 მილიონად აფასებს, თუმცა, Goal.com-ის ვერსიით, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ბოსები 50 და 60-მილიონიან შემოთავაზებებსაც განიხილავენ.
გარდა ამისა, როგორც აღინიშნება, "ბარსას" მხოლოდ 5-6 "ხელშეუხებელი" ფეხბურთელი ჰყავს, მათ შორის არიან ერიკ გარსია, რონალდ არაუხო, პედრი, გავი, ფერან ტორესი და ანსუ ფატი.
ასე და ამგვარად, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბლაუგრანას" რიგებში დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი.