ავტორიზაცია

დე იონგისთვის ბრძოლაში მანჩესტერ იუნაიტედს სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა — ESPN

დე იონგისთვის ბრძოლაში მანჩესტერ იუნაიტედს სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა — ESPN
თარიღი 13 May 2022, 11:25

"ბარსელონას" ნახევარმცველ ფრენკი დე იონგისთვის ბრძოლაში "მანჩესტერ იუნაიტედს" კონკურენციას "მანჩესტერ სიტი" გაუწევს.

"ეშმაკუნების" ახალ მთავარ მწვრთნელს, ერიკ ტენ ჰაგს ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერება უნდა და 25 წლის ჰოლანდიელის გარშემო არსებულ სიტუაციას აკვირდება, ვისაც თავის დროზე "აიაქსში" წვრთნიდა.

თუმცა, როგორც გავლენიანი გამოცემა ESPN-ი წერს, დე იონგისთვის კვლავ ტენ ჰაგთან ერთად მუშაობის შესაძლებლობა გადამწყვეტი ფაქტორი არ გახლავთ და "ემიუში" აღიარებენ, რომ მისი დარწმუნება რთული იქნება.

ფრენკის "ბარსაში" დარჩენა უნდა, მაგრამ თუ წასვლას სთხოვენ, ურჩევნია იმ კლუბში გადავიდეს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე მიიღებს მონაწილეობას. "ემიუმ" კი ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის საგზური ვერ მოიპოვა.

დე იონგისთვის ბრძოლაში "იუნაიტედს" კონკურენციას "სიტი" გაუწევს. პეპ გვარდიოლა მისი დიდი თაყვანისმცემელია და "ქალაქელებს" მისი გადაბირება უკვე უცდიათ - 2019 წელს, როცა ფრენკი "აიაქსიდან" "ბარსაში" გადავიდა.

სავარაუდოდ, "სიტი" "დორტმუნდიდან" ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერით არ დაკმაყოფილდება და ზაფხულში ახალ ფეხბურთელებს კიდევ დაიმატებს.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "ბლაუგრანა" მზადაა დე იონგის თაობაზე 50-60 მილიონ ევროიანი წინადადებები განიხილოს.

მიმდინარე სეზონში დე იონგმა კატალონიური გრანდის მაისურით 45 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.