ავტორიზაცია

"კარგი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ", - ტენ ჰაგმა ისაუბრა იმ სტილის შესახებ, რომლის დანერგვაც მანჩესტერში სურს

"კარგი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ", - ტენ ჰაგმა ისაუბრა იმ სტილის შესახებ, რომლის დანერგვაც მანჩესტერში სურს
თარიღი 13 მაი 2022, 11:33

ერიკ ტენ ჰაგმა იმ ფილოსოფიის შესახებ ისაუბრა, რომლის დანერგვაც "მანჩესტერ იუნაიტედში" სურს.

"ამ შესანიშნავი თავგადასავლით ვისიამოვნე, მშვენიერი ეპოქა იყო. "აიაქსში" მუშაობას დიდი კმაყოფილებით გავიხსენებ. ამსტერდამში ოთხწელიწადნახევრის წინ მოვედი და გუნდი ევროთასებზე დასაბრუნებლად უნდა მომემზადებინა. ეს გამოგვივიდა, თანაც როგორ!".

"ამ სეზონში ყველაზე მეტად ჩემპიონთა ლიგაზე "დორტმუნდთან" გამართული მატჩი მომეწონა. უმაღლესი დონე ვაჩვენეთ, ტურინსა და მადრიდში გამართული მატჩების მსგავსად", - თქვა ტენ ჰაგმა ჰოლანდიის ჩემპიონატის მოგების აღნიშვნისას.

გარდა ამისა, 52 წლის ჰოლანდიელმა იმ ფილოსოფიის შესახებაც ისაუბრა, რომლის ხილვაც "მანჩესტერ იუნაიტედში" სურს.

"მხოლოდ ერთი რამაა საჭირო: გამარჯვება. უმჯობესია, ეს კარგი ფეხბურთის თამაშით გავაკეთოთ", - ციტირებს "ეშმაკუნების" ახალი დამრიგებლის სიტყვებს ESPN-ი.