ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლა გარდაუვალი ხდება — როდის დადასტურდება დე იონგის ტრანსფერი?

მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლა გარდაუვალი ხდება — როდის დადასტურდება დე იონგის ტრანსფერი?
თარიღი 13 მაი 2022, 12:58

"ბარსელონას" ნახევარმცველი, ფრენკი დე იონგი, დიდი ალბათობით, კარიერას "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელებს.

როგორც ესპანური გამოცემა Cuatro იტყობინება, ჰოლანდიელი "ეშმაკუნების" ფეხბურთელი უახლოეს კვირებში გახდება. "ბლაუგრანა" მის სანაცვლოდ 75 მილიონ ევროზე მეტს მიიღებს. გარიგება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პირველ დღეებში გაფორმდება, მაგრამ არ არის გამორიცხული, სეზონის დასრულებამდეც დადასტურდეს.

ტრანსფერზე თანხმობა უკვე განაცხადეს "ბარსას" დირექტორთა საბჭომ და ეკონიმიკურმა დეპარტამენტმა, აგრეთვე კლუბის პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ. 42 წლის სპეციალისტს სურს, რომ "ბლაუგრანამ" ზაფხულში ნახევარდაცვის ხაზი განაახლოს. დე იონგის გაყიდვის შემდეგ მას გუნდში რამდენიმე ახალი ნახევარმცველის ხილვა უნდა, რომლებიც მის მიერ დანერგილი სათამაშო სტილის შესაფერისები იქნებიან.

"ემიუ" "ბარსელონასთან" გარიგებაში თავის არცერთ ფეხბურთელს არ ჩართავს. მხარეებს სატრანსფერო ფასი და გადახდების პირობები ბოლომდე ჯერ არ შეუთანხმებიათ.

მიმდინარე სეზონში დე იონგმა კატალონიური გრანდის მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 45 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი პასი გააკეთა.