ავტორიზაცია

პიკე: "ვფიქრობ, ის, რაც ბარსასა და რეალს სურთ, ფეხბურთს გაანადგურებს, სწორად არ იქცევიან"

პიკე: "ვფიქრობ, ის, რაც ბარსასა და რეალს სურთ, ფეხბურთს გაანადგურებს, სწორად არ იქცევიან"
თარიღი 13 May 2022, 13:38

"ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა, ხერარდ პიკემ ევროპის სუპერლიგის თაობაზე საკუთარი აზრი გამოთქვა.

"ჩემი აზრით, აღნიშნული საკითხი ესპანეთში ძალიან პოლიტიკური გახდა. პრესას სუპერლიგის მომხრე ადამიანები აკონტროლებენ. ყველაფერი არ არის ისე, როგორც დიდ ბრიტანეთში, სადაც ხალხი სუპერლიგის წინააღმდეგ გამოვიდა".

"ვფიქრობ, ასეთი იდეები ფეხბურთს ანადგურებს, რადგან ამით სარგებელს მხოლოდ ტოპ კლუბები იღებენ. მაგრამ ისეთი კლუბები, როგორებიც "სევილია" და "ვალენსია" არიან, 5-10 წელიწადში განადგურდებიან. 

"შემიძლია გავიგო, თუ რატომ დგამენ ტოპ კლუბები ამ ნაბიჯს. მფლობელებს უნდათ, რომ მათი კლუბები უფრო ღირებულნი გახდნენ. არა მგონია, "რეალი" და "ბარსელონა" სწორად იქცეოდნენ".

"დიახ, ამ მოსაზრებით ჩემი კლუბის წინააღმდეგ მივდივარ, მაგრამ კარგად მესმის "ბარსელონას, "რეალისა" და "იუვენტუსის" პოზიცია, რომლებიც დღემდე მხარს უჭერენ ამ იდეას. თუმცა, გულშემატკივრების თვალსაზრისით, ეს საუკეთესო ვარიანტი არ არის", - თქვა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" 35 წლის უკანახაზელმა.