ავტორიზაცია

გაირკვა, თუ რომელი პოზიციების გაძლიერება სურს მანჩესტერ იუნაიტედში ტენ ჰაგს

გაირკვა, თუ რომელი პოზიციების გაძლიერება სურს მანჩესტერ იუნაიტედში ტენ ჰაგს
თარიღი 13 მაი 2022, 13:46

ცნობილი გახდა, თუ რამდენი ახალწვეულის ხილვა სურს "მანჩესტერ იუნაიტედში" გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელს, ერიკ ტენ ჰაგს.

როგორც The Telegprah-ი იტყობინება, სპეციალისტი, რომელიც "ემიუს" სეზონის დასრულების შემდეგ ჩაიბარებს, ხუთშაბათს ამსტერდამში მისი შტაბის მომავალ წევრებს, სტივ მაკლარენსა და მიტჩელ ვან დერ გაგს, აგრეთვე კლუბის სპორტულ დირექტორ ჯონ მერტოს შეხვდა.

იდეაში 52 წლის ჰოლანდიელს სურს, რომ "იუნაიტედმა" ზაფხულში ორი ნახევარმცველი, უნივერსალი თავდამსხმელი და ცენტრალური მცველი დაიმატოს. ტრანსფერების ოდენობა იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენი ფეხბურთელი წავა "ემიუდან".

გავრცელებული ინფორმაციით, ტენ ჰაგის პრიორიტეტი ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერებაა და "იუნაიტედი" "ბარსელონას" შუახაზელის, ფრენკი დე იონგის ხელში ჩაგდებაზე მუშაობს.

მოგეხსენებათ, "აიაქსის" ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ამსტერდამს დატოვებს და ინგლისურ გრანდს ჩაუდგება სათავეში.