ავტორიზაცია

ლევანდოვსკისა და ნაგელსმანს შორის უთანხმოებაა — რით არის უკმაყოფილო პოლონელი?

ლევანდოვსკისა და ნაგელსმანს შორის უთანხმოებაა — რით არის უკმაყოფილო პოლონელი?
თარიღი 13 მაი 2022, 13:57

"ბაიერნის" თავდამსხმელს, რობერტ ლევანდოვსკის გუნდის მთავარ მწვრთნელ იულიან ნაგელსმანთან დაძაბული ურთიერთობა აქვს.

როგორც Sport1.de იტყობინება, სეზონის მეორე ნახევრის განმავლობაში პოლონელმა სპეციალისტს რამდენჯერმე უთხრა, რომ "რეკორდმაისტერი" დამაკმაყოფილებელ თამაშს მის მიერ არჩეული ტაქტიკის გამო ვერ აჩვენებს.

გარდა ამისა, 33 წლის სუპერვარსკვლავი ნაგელსმანის ვარჯიშებს ზედმეტად რთულად მიიჩნევს.

ლევანდოვსკის სხეულის ენით ირკვევა, რომ კლუბში არსებული სიტუაციით იგი უკმაყოფილოა.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, რობერტმა "ბაიერნს" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი უთხრა. მიუნხენელბი მზად არიან იგი 35-40 მილიონ ევროდ გაყიდონ.

მიმდინარე სეზონში ლევანდოვსკიმ ყველა ტურნირზე ერთად "ბაიერნის" მაისურით 45 მატჩი ჩაატარა და 49 გოლი გაიტანა.