ავტორიზაცია

ESPN: პსჟ მბაპეს შემცვლელად ორ სუპერვარსკვლავს განიხილავს, მესისა და ნეიმარის მომავალი გადაწყვეტილია

ESPN: პსჟ მბაპეს შემცვლელად ორ სუპერვარსკვლავს განიხილავს, მესისა და ნეიმარის მომავალი გადაწყვეტილია
თარიღი 13 მაი 2022, 14:30

"პარი სენ ჟერმენის" ხელმძღვანელობამ ზაფხულში შესაძლოა "ბაიერნის" ფორვარდი, რობერტ ლევანდოვსკი ან "ლივერპულის" თავდამსხმელი, მოჰამედ სალაჰი იყიდოს.

როგორც ავტორიტეტული გამოცემა ESPN-ი იტყობინება, ორივე ზემოთნახსენები სუპერვარსკვლავი კილიან მბაპეს პოტენციურ შემცვლელად განიხილება.

მოგეხსენებათ, 23 წლის ფრანგ სუპერვარსკვლავს პარიზელებთან მოქმედი კონტრაქტის ვადა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება და კლუბთან ახალი ხელშეკრულება ჯერ კიდევ არ გაუფორმებია.

თავის მხრივ, 33 წლის პოლონელი "ბაიერნთან" თანამშრომლობის გაგრძელებაზე უარს აცხადებს, ხოლო 29 წლის ეგვიპტელი "ლივერპულს" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ვერ უთანხმდება.

რაც შეეხება ლიონელ მესისა და ნეიმარს, ორივე მათგანი "პსჟ"-ში რჩება. კლუბში ელიან, რომ პარიზში ლეოს მეორე სეზონი პირველზე მაგარი ექნება. ბრაზილიელმა "პსჟ"-ს ბოსებს იმედი გაუცრუა და კლუბი მზადაა მის ტრანსფერზე წინადადებები განიხილოს, მაგრამ საეჭვოა, ისეთი შეთავაზება მიიღოს, რომელიც დააკმაყოფილებს.