ავტორიზაცია

დე იონგს მაგიდაზე 5 ტოპ კლუბის წინადადება უდევს, თუმცა ბარსელონადან წასვლა არ უნდა

დე იონგს მაგიდაზე 5 ტოპ კლუბის წინადადება უდევს, თუმცა ბარსელონადან წასვლა არ უნდა
თარიღი 13 მაი 2022, 14:45

"ბარსელონას" ნახევარმცველი, ფრენკი დე იონგი კატალონიური გრანდის დატოვებას არ აპირებს, იტყობინება Cadena SER-ი.

მიუხედავად "მანჩესტერ იუნაიტედის", "მანჩესტერ სიტის", "ბაიერნისა" და "პსჟ"-ს შეთავაზებებისა, 25 წლის ჰოლანდიელი არცერთ კლუბს არ შეთანხმებია, რადგან "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში დარჩენა უნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დე იონგს არ სურს იმ კლუბში გადასვლა, რომელიც მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე არ იასპარეზებს.

არადა, აქტიურად იწერება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ფრენკის 75 მილიონ ევროდ შეძენასთან ახლოს არის.

მიმდინარე სეზონში დე იონგმა ყველა ტურნირზე ერთად "ბარსას" 45 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.