ავტორიზაცია

ანჩელოტიმ ჰოლანდის მანჩესტერ სიტიში ტრანსფერზე განცხადება გააკეთა

ანჩელოტიმ ჰოლანდის მანჩესტერ სიტიში ტრანსფერზე განცხადება გააკეთა
თარიღი 13 მაი 2022, 15:44

"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ თავდამსხმელ ერლინგ ჰოლანდის "დორტმუნდიდან" "მანჩესტერ სიტიში" გადასვლაზე კომენტარი გააკეთა.

"ამაზე საუბარი ნამდვილად არ მიყვარს. ჰოლანდი შესანიშნავი ფეხბურთელია, "მანჩესტერ სიტი" კი შესანიშნავი კლუბი".

"მე ჩემს გუნდთან ვრჩები, რომელმაც საშუალება მომცა ჩემპიონთა ლიგის ფინალში მორიგი გასვლით ვისიამოვნო", - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს Marca.

შეგახსენებთ, ინგლისურმა კლუბმა 21 წლის ნორვეგიელის ტრანსფერი უკვე დაადასტურა. ახალგაზრდა სუპერვარსკვლავი "ქალაქელებს" 2022 წლის 1 ივლისს შეუერთდება.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "სამეფო კლუბიც" იჩენდა "დორტმუნდის" თავდამსხმელისადმი ინტერესს.