"ერთ-ერთი ყველაზე სასაცილო იდეაა და იმედია, უეფა ამ ტურნირზე უარს იტყვის", - კლოპი
იურგენ კლოპი უეფას მოუწოდებს, რომ ერთა ლიგაზე უარი თქვას.
„ერთა ლიგა - მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე სასაცილო იდეაა.
ფეხბურთელები წელიწადში 70-ზე მეტ მატჩს ატარებენ, მაგრამ მოედანზე გასვლა სეზონის დასრულების შემდეგაც კი უწევთ.
ოთხი, ხუთი, ექვსი მატჩი ნაკრების შემადგენლობაში. ვისურვებდი, რომ უეფამ ამ ტურნირზე უარი თქვას.
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი? თუ ეს მეტ მატჩს გულისხმობს - ყოველთვის ცუდია." - აღნიშნა გერმანელმა სპეციალისტმა.