ავტორიზაცია

რივალდო: "სიტიში ჰოლანდს ოქროს ბურთის მოგების კარგი შანსები ექნება"

რივალდო: "სიტიში ჰოლანდს ოქროს ბურთის მოგების კარგი შანსები ექნება"
თარიღი: 13 მაი 2022, 22:35

ლეგენდარული ბრაზილიელი რივალდო ფიქრობს, რომ ერლინგ ჰოლანდს „სიტიში“ ოქროს ბურთის მოგება შეუძლია.

„ბორუსიაში ორი სეზონის შემდეგ არავის ეჭვიც არ დარჩენია იმაზე, თუ რამდენად მაღალი დონე აქვს ამ ახალგაზრდა ფეხბურთელს. ეჭვგარეშეა, რომ „სიტისთვის“ ის მომდევნო სეზონში ძლიერი იარაღი იქნება.

ჰოლანდს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის გამოცდილებაც აქვს, ბუნდესლიგაში გატანილი უამრავი გოლი და ტიტულებისთვის ბრძოლის სურვილი, ამიტომ „სიტისთან“ მისი თანამშრომლობა შესაძლოა ძალიან წარმატებული გამოვიდეს.

მას აქვს სისწრაფე, შეტევების დაგვირგვინების კარგი უნარი და ძლიერი დარტყმა, ეს ყველაფერი კი ინგლისურ ფეხბურთს კარგად ერწყმის. ვფიქრობ, ჰოლანდი მრავალი წლით შეუძლია პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდეს და ოქროს ბურთზეც გამოაცხადოს პრეტენზია.“ - აღნიშნა რივალდომ.