კლოპი: "თუ სხვა ვეღარაფერს მოვიგებთ, სეზონი წარმატებული არ გამოვა"

„ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა, გუნდის შედეგებზე ისაუბრა.
„ერთის მხრივ აშკარაა, რომ ყველაფრის მოგება პრაქტიკულად შეუძლებელია, ყოველ შემთხვევაში, ურთულესი მაინც. მეორეს მხრივ კი, უნდა შევხედოთ იმას, რაც უკვე მოვიგეთ და ვიფიქროთ: "არის თუ არა ეს წარმატება?" ჯერჯერობით, სეზონი ჩვენთვის ძალიან კარგი გამოდის. თუმცა, თუ მეტს ვერაფერს ვერ მოვიგებთ, ასეთი ვეღარ იქნება.
ლიგის თასი უკვე მოვიგეთ, მაგრამ ჩვენ „ლივერპული" ვართ - მსოფლიო დონის გუნდი, მსოფლიო დონის კლუბიც. ამიტომ რთულია სეზონს წარმატებული უწოდო, თუ მხოლოდ ლიგის თასი მოიგე, სხვა ტურნირებზე კი ფინალში დამარცხდი. ეს ჩვენც კარგად ვიცით." - აღნიშნა გერმანელმა.
ინგლისის თასის ფინალში „ლივერპული" დღეს, 14 მაისს „ჩელსის" დაუპირისპირდება, ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ მატჩში კი 28 მაისს - „რეალს".