"სრულყოფილი მოთამაშეა", - ანჩელოტიმ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ გუნდის თავდამსხმელს, კარიმ ბენზემას მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი უწოდა.
"ბენზემას უბრალოდ ცენტრალურ თავდამსხმელს ვერ ვუწოდებ, რადგან ფანტასტიკური შემტევი ფეხბურთელია. მხოლოდ ტოპ ბომბარდირი არ არის, საგოლე გადაცემებსაც აკეთებს და თამაშის ორგანიზებაშიც იღებს მონაწილეობას".
"სრულყოფილი ფეხბურთელია, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი, რადგან ბევრი გოლი გააქვს. ტოპ ფეხბურთელია და ჩემი აზრით, ამჟამად საუკეთესო".
"ვფიქრობ, რონალდუს წასვლის შემდეგ კარიმი გუნდის ლიდერად იქცა, რადგან იმ დროს კრიშტიანუს უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებოდა. რონალდუს სეზონში დაახლოებით 50 გოლი გაჰქონდა და მის გარეშე "რეალს" მეტოქის კარის აღება უჭირდა".
"კარიმმა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და გუნდისთვის მნიშვნელოვან ფიგურად იქცა. მაგრამ ამ გუნდში ბევრი ლიდერია", - თქვა იტალიელმა სპეციალისტმა SiriusXM-ის ეთერში.