"მომდევნო სეზონში სათამაშო წუთები ექნება", - ანჩელოტიმ აზარის მომავალს პრაქტიკულად ფარდა ახადა
"რეალის" გარემარბი, ედენ აზარი, დიდი ალბათობით, მომავალ სეზონსაც მადრიდულ გრანდში გაატარებს.
"აზარის გეგმა საკმაოდ ნათელია, ამიტომაც არ მისაუბრია მასზე აქამდე", - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს "სამეფო კლუბის" ოფიციალური საიტი.
"ჩემი აზრით, ძალიან მოტივირებულია, რადგან მისთვის ბოლო წლები კარგი ნამდვილად არ ყოფილა და თავისი დონის დამტკიცება სჭირდება".
"ვფიქრობ, მომდევნო სეზონში სათამაშო წუთები ექნება. გააჩნია გარკვეული დონე, ბევრი თამაში იქნება, როტაცია, რისთვისაც ამ სეზონში ბევრჯერ არ მიგვიმართავს", - დასძინა ანჩელოტიმ.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში 31 წლის ბელგიელმა სუპერვარსკვლავმა ყველა ტურნირზე ერთად 22 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ორი ასისტიც მიითვალა.