"ჩემთვის ამ მაისურის ტარება დიდი პატივი იყო", - ჰოლანდი დორტმუნდს დაემშვიდობა

ბუნდესლიგის ბოლო ტურში "ჰერტასთან" (2:1) გამართული მატჩის შემდეგ, "დორტმუნდის" თავდამსხმელი, ერლინგ ჰოლანდი ბორუსიულ კლუბს დაემშვიდობა.
"ამ მაისურის ტარება ჩემთვის პატივი იყო", - წერს ნორვეგიელი სუპერვარსკვლავი სოციალურ ქსელში.
"დორტმუნდში" დაუვიწყარი მომენტები მქონდა, განსაკუთრებული ადამიანები გავიცანი, გულშემატკივრებზე აღარ ვსაუბრობ, მოედანზე ჩვენს დამატებით ფეხბურთელზე. "ყვითელი კედელი" მართლაც წარმოუდგენელია".
"ამას არასოდეს დავივიწყებ! მადლობა ყველა თქვენგანს!", - წერს 21 წლის ფორვარდი სოციალურ ქსელში.
მოგეხსენებათ, მომავალი სეზონიდან ნორვეგიელი "მანჩესტერ სიტიში" იასპარეზებს.