ავტორიზაცია

ორი ტოპ კლუბი, რომელიც პოგბას იუვენტუსზე სარფიან წინადადებას სთავაზობს

ორი ტოპ კლუბი, რომელიც პოგბას იუვენტუსზე სარფიან წინადადებას სთავაზობს
თარიღი 15 მაი 2022, 11:31

"იუვენტუსის" ხელმძღვანელობა "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველის, პოლ პოგბას აგენტთან მოლაპარაკებებს გამართავს, წერს ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო.

როგორც აქამდე დაიწერა, ფრანგის აგენტი, რაფაელა პიმიენტა ორშაბათს ტურინში ჩავა და "ბებერ ქალბატონთან" პოტენციურ ტრანსფერს განიხილავს.

"ემიუს" ნახევარმცველის დამატებით "პსჟ"-ცაა დაინტერესებული - თავის მხრივ, "ეშმაკუნებს" 29 წლის სუპერვარსკვლავის შენარჩუნება სურთ. ორივე კლუბი პოლს "იუვეზე" სარფიან პირობებს სთავაზობს.

იტალიური გრანდის წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ პოლი გადაწყვეტილებას მათი კლუბის სასარგებლოდ მიიღებს. "იუვენტუსში" გადასვლის შემთხვევაში, პოგბა პროექტის ცენტრში იქნება.

მიმდინარე სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედის" ერთ-ერთმა ლიდერმა ყველა ტურნირზე ერთად 27 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.