"იმედი მაქვს, ერთ დღესაც ოქროს ბურთს მოიგებს", - კულიბალიმ თავისი ფავორიტი დაასახელა
"ნაპოლის" სენეგალელ ცენტრალურ მცველს, კალიდუ კულიბალის იმედი აქვს, რომ "ლივერპულის" თავდამსხმელი და მისი თანამემამულე, სადიო მანე "ოქროს ბურთს" მოიგებს.
– ვინ არის თქვენი საყვარელი ფეხბურთელი?
"სადიო მანე, რადგან ნაკრებში ერთად ვთამაშობთ და ერთმანეთს ხშირად ვხვდებით. შესანიშნავი ფეხბურთელია. ვიმედოვნებ, ერთ დღესაც "ოქროს ბურთს" მოიგებს".
– და რას ფიქრობთ ბენზემას შესახებ?
"უკვე ძალიან, ძალიან დიდი ხანია ვამბობ, რომ ბენზემა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ყველაზე რთული მის წინააღმდეგ თამაში იყო, რადგან ძალიან ჭკვიანია".
"ოთხი წლის წინ შევხვდი და ვთქვი, უძლიერესი თავდამსხმელია-თქო. დღეს კი ამტკიცებს, რომ არ შევმცდარვარ", - თქვა კულიბალიმ Onze Mondial-თან ინტერვიუში.