ავტორიზაცია

"ვიცი, კლუბი ამაზე მუშაობს", - გვარდიოლას ზაფხულში კიდევ ორი პოზიციის გაძლიერება სურს

"ვიცი, კლუბი ამაზე მუშაობს", - გვარდიოლას ზაფხულში კიდევ ორი პოზიციის გაძლიერება სურს
თარიღი 15 May 2022, 14:06

"მანჩესტერ სიტის" მთავარ მწვრთნელს, პეპ გვარდიოლას სურს, რომ "ქალაქელებმა" ზაფხულში შემადგენლობა გააძლიერონ.

"დორტმუნდიდან" ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერის შემდეგ, ესპანელ სპეციალისტს ახალი მარცხენა მცველისა და ფერნანდინიოს შემცვლელად ჩამშლელი ნახევარმცველის დამატება უნდა.

"ვიცი, ამაზე მუშაობენ და მუდმივად ფიქრობენ. არ ვამბობ, რომ ეს მოხდება, მაგრამ არსებობს გეგმა, თუ რა შეიძლება მოხდეს. ცხადია, მსოფლიოს გარშემო ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელიც "სიტის" მოუხდება და აქ ათამაშდება".

"სამყარო იმდენად დიდია, მილიონობით გუნდი და ტოპ დონის ნიჭიერი ფეხბურთელი არსებობს, განსაკუთრებული მენტალიტეტით და გამარჯვების წყურვილით. არასოდეს უნდა დაკმაყოფილდე".

"ყველაზე მთავარი ასეთი მოთამაშეების პოვნაა. ყველაფერი თავშია. ყველა ქმედება თავიდან მოდის", - ციტირებს ესპანელი სპეციალისტის სიტყვებს Daily Mail-ი.