ავტორიზაცია

ვერნერი: "ლივერპულში გადასვლა შემეძლო, მაგრამ ჩელსი ვამჯობინე და ჩემპიონთა ლიგა მოვიგე"

ვერნერი: "ლივერპულში გადასვლა შემეძლო, მაგრამ ჩელსი ვამჯობინე და ჩემპიონთა ლიგა მოვიგე"
თარიღი 15 მაი 2022, 16:42

"ჩელსის" თავდამსხმელი, ტიმო ვერნერი არ ნანობს, რომ თავის დროზე "ლივერპულს" ლონდონური კლუბი ამჯობინა.

"როცა "ლაიფციგში" ვთამაშობდი, პრემიერ ლიგაში გადმოსვლის შესაძლებლობა მქონდა. "ლივერპულზე" ვფიქრობდი, ჩემთვის ეს დიდი გამოწვევა იყო, მაგრამ საბოლოოდ მაინც "ჩელსი" ავირჩიე და გასულ წელს ჩემპიონთა ლიგაც მოვიგე. ცუდი გადაწყვეტილება არ მიმიღია".

"კლოპი ერთ-ერთი საუკეთესო გერმანელი მწვრთნელია. არ მინდა, ჩვენი მწვრთნელი დავაკნინო, მაგრამ ბოლო წლებში ყველაზე მეტი ტიტული იურგენმა მოიგო".

"ძალიან კარგი ხასიათი აქვს - გერმანელებს ასეთი ხასიათი იმიტომ მოსწონთ, რომ ხალისიანად გამოიყურება", - ციტირებს ვერნერის სიტყვებს Evening Standard-ი.

მოგეხსენებათ, 26 წლის ფორვარდის სანაცვლოდ "არისტოკრატებმა" 2020 წლის ივლისში 53 მილიონი ევრო გადაიხადეს.

მიმდინარე სეზონში ვერნერმა ყველა ტურნირზე ერთად 37 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და თავი 8 შედეგიანი გადაცემითაც გამოიჩინა.