ავტორიზაცია

"ვისურვებდი, რომ ამ ისტორიას სხვა დასასრული ჰქონოდა", - რუდიგერმა ჩელსიდან წასვლა დაადასტურა

"ვისურვებდი, რომ ამ ისტორიას სხვა დასასრული ჰქონოდა", - რუდიგერმა ჩელსიდან წასვლა დაადასტურა
თარიღი 15 May 2022, 17:01

"ჩელსის" ცენტრალურმა მცველმა, ანტონიო რუდიგერმა განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა ლონდონური კლუბის დატოვება.

– რომ არა სანქციები, "ჩელსიში" დარჩებოდით?

"არ მინდა დეტალებში ჩაძიება. შანსი იყო, პრობლემა სანქციები არ ყოფილა", - ციტირებს 29 წლის გერმანელი უკანახაზელის სიტყვებს Football London-ი.

"საქმე არა ერთს, არამედ ორივე მხარეს ეხება. "ჩელსი" ჩემთვის შესანიშნავი ადგილი იყო, ბრწყინვალედ ვერგებოდი. ძალიან, ძალიან კმაყოფილი ვარ. აქ კაცად ვიქეცი, ჩემი შვილები აქ გაიზარდნენ. ლონდონს და განსაკუთრებით "ჩელსის" ჩემს გულში ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ექნება".

"გასული ხუთი წელი აღმასვლებით და ჩავარდნებით სავსე გახლდათ, ეს ნორმალურია. ბევრი დადებითი მომენტი მქონდა, ამიტომაც კიდევ უფრო იმედგაცრუებული ვარ. ვისურვებდი, რომ ამ ისტორიას სხვა დასასრული ჰქონოდა", - დასძინა რუდიგერმა.

როგორც აქამდე გახდა ცნობილი, ანტონიო ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით "რეალს" შეუერთდება.