ავტორიზაცია

გვარდიოლა: "ყველაფერი მარტივადაა - ან ასტონ ვილას დავამარცხებთ, ან ჩემპიონი ლივერპული გახდება"

გვარდიოლა: "ყველაფერი მარტივადაა - ან ასტონ ვილას დავამარცხებთ, ან ჩემპიონი ლივერპული გახდება"
თარიღი 15 მაი 2022, 20:39

პეპ გვარდიოლამ „ვესტ ჰემთან“ ფრის (2:2) შემდეგ, საჩემპიონო ბრძოლაზე ისაუბრა.

„კარგი თამაში გამოვიდა, ძალიან გაგვიჭირდა. ამ სტადიონზე შესრულებული ქამბექით მოხარული ვარ, მეორე ტაიმი კარგი იყო და ქულაც დავიმსახურეთ.

ვიცოდით, რომ რთული მატჩები გველოდა. „ლივერპულთან“ უპირატესობა 4 ქულაა, მაგრამ ამჟამად ბურთების სხვაობაზე არანაირი საუბარი არ არის, საერთოდ.

ჩვენ უბრალოდ „ასტონ ვილასთან“ მატჩი უნდა მოვიგოთ. თუ ეს ვერ შევძელით, ჩემპიონი „ლივერპული“ გახდება.“ - აღნიშნა ესპანელმა სპეციალისტმა.