ავტორიზაცია

გვარდიოლა: "ვეტყოდი თუ არა რაიმეს საუთჰემპტონს? დაამარცხეთ ლივერპული 4:0!"

გვარდიოლა: "ვეტყოდი თუ არა რაიმეს საუთჰემპტონს? დაამარცხეთ ლივერპული 4:0!"
თარიღი 15 მაი 2022, 21:52

„მან სიტის“ მწვრთნელი პეპ გვარდიოლა „ლივერპულის“ განადგურებას ელის.

17 მაისს მერსისაიდული გუნდი „საუთჰემპტონს“ დაუპირისპირდება. ამჟამად, „ლივერპული“ სატურნირო ცხრილში „სიტის“ 4 ქულით ჩამორჩება, თუმცა 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

„ისურვებდით თუ არა „საუთჰემპტონისთვის“ რაიმეს თქმას?

„დაამარცხეთ „ლივერპული 4:0!

ჩვენ დიდი უპირატესობა გვაქვს, სახლში ვთამაშობთ და ყველაფერი ჩვენს ხელშია. სხვა კლუბებს არ უნდა ვუყუროთ, მხოლოდ საკუთარ თავს. ამიტომ, წარმატებისთვის ყველაფერი უნდა დავთმოთ.

ჩვენი კონკურენტის გათვალისწინებით, სამართლიანია, რომ ჩემპიონობის ბედი ბოლო ტურში წყდება. ორივე გუნდი ძალიან კარგია.“ - აღნიშნა პეპმა.