"ახლა ამაზე ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ გადაწყვეტილება პრაქტიკულად მიღებული მაქვს", - მბაპე
UNFP-ს გალა-დაჯილდოვებაზე, სადაც კილიან მბაპე ლიგა 1-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, ფრანგ ფეხბურთელს საკუთარ მომავალზე საუბარი კიდევ ერთხელ მოუწია.
„სამი წლის წინ შეცდომა დავუშვი, როცა ამ ცერემონიაზე საკუთარ მომავალზე ვილაპარაკე. ახლა მხოლოდ მადლობებით შემოვიფარგლები, რადგან ამ თემაზე სალაპარაკოდ იდეალური დრო არ არის.
გადაწყვეტილება უკვე პრაქტიკულად მიღებული მაქვს, ასე ვთქვათ ნახევრად-დადასტურებული, თუმცა ამაზე ახლა ვერ ვილაპარაკებ.
არის თუ არა ეს დღეების ამბავი? დიახ. გავიმეორებ, რომ ამაზე სასაუბროდ იდეალური დრო არ არის, მაგრამ ჩემი გადაწყვეტილება პრაქტიკულად მიღებულია.
კავანის ყველა დროის ბომბარდირთა რეკორდის დამხობა? იმითაც ვარ ბედნიერი, რომ სამეულში ვარ.“ - აღნიშნა მბაპემ.
როგორც „ტვიტერზე“ ფაბრიციო რომანო წერს, მადრიდის „რეალის“ წყაროები მბაპეს გადმოსვლაში დარწმუნებულები არიან და მის გადაწყვეტილებას ოპტიმისტურად ელოდებიან.