"როგორ მივეცით წასვლის უფლება?", - ტერი რუდიგერის მოახლოებულ ტრანსფერს ეხმაურება
"ჩელსის" ყოფილი კაპიტანი, ჯონ ტერი გუნდის ცენტრალური მცველის, ანტონიო რუდიგერის "რეალში" მოახლოებულ ტრანსფერს გამოეხმაურა.
"როგორ მივეცით წასვლის უფლება?", - შემდეგნაირად გამოეხმაურა ვეტერანი ინგლისელი Sky Sports-ის პოსტს სოციალურ ქსელში.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, რუდიგერი, რომელმაც "არისტოკრატთა" რიგებიდან წასვლა ოფიციალურად დაადასტურა, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ "სამეფო კლუბთან" გააფორმებს კონტრაქტს.
ასე და ამგვარად, 29 წლის გერმანელი მადრიდულ გრანდში წლიურად ხელფასის სახით 9-10 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. კონტრაქტი 2026 წლამდე იმოქმედებს. გამოსასყიდი თანხა 400 მილიონი იქნება. გარდა ამისა, მცველი ხელმოწერის ბონუსსაც მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ რუდიგერის ლონდონურ კლუბთან მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2022 წლის 30 ივნისს ეწურება.
მიმდინარე სეზონში ანტონიომ ყველა ტურნირზე ერთად "ჩელსის" მაისურით 50 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 4 ასისტიც მიითვალა.