ავტორიზაცია

"ამ სეზონში საქმე კარგად მისდის", - რონალდინიომ ისაუბრა, თუ რას ფიქრობს ბენზემას შესახებ

"ამ სეზონში საქმე კარგად მისდის", - რონალდინიომ ისაუბრა, თუ რას ფიქრობს ბენზემას შესახებ
თარიღი 16 მაი 2022, 01:57

კატალონიის "ბარსელონას" ყოფილმა თავდამსხმელმა, რონალდინიომ მადრიდის "რეალის" ფორვარდი, კარიმ ბენზემა შეაქო.

"ბენზემა მომწონს. ის არის ფეხბურთელი, რომელიც წარმოუდგენელ თვისებებს ფლობს. ამ სეზონში საქმე კარგად მისდის", - ციტირებს ლეგენდარული ბრაზილიელის სიტყვებს RMC Sport-ი.

"იმედი მაქვს, რაც შეიძლება მეტ ინდივიდუალურ ჯილდოს მოიგებს", - დასძინა რონალდინიომ.

2021/22 წლების სეზონში 34 წლის ფრანგმა სუპერვარსკვლავმა ყველა ტურნირზე ერთად "რეალის" ღირსება 44 მატჩში დაიცვა, 44 გოლი გაიტანა და 15 ასისტიც მიითვალა.

აღსანიშნავია, რომ ბენზემა ესპანეთის ჩემპიონატისა (27 გოლი) და ჩემპიონთა ლიგის (15 გოლი) მიმდინარე გათამაშებების საუკეთესო ბომბარდირია.