ავტორიზაცია

სანჩო: "მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელებს ახალი სეზონის დაწყება სუფთა ფურცლიდან გვინდა"

სანჩო: "მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელებს ახალი სეზონის დაწყება სუფთა ფურცლიდან გვინდა"
თარიღი 16 მაი 2022, 10:22

"მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევმა ნახევარმცველმა, ჯეიდონ სანჩომ მომავალი სეზონის მოლოდინებზე ისაუბრა.

"ახალი სეზონის დაწყება სუფთა ფურცლიდან გვინდა. ახალი მწვრთნელი მოვა. სულმოუთქმელად ველოდებით მისი იდეებისა და გუნდთან დაკავშირებული გეგმების გაცნობის შესაძლებლობას".

"პოზიტიურად უნდა ვიფიქროთ. ჩემი კარიერა ჯერ ახლა იწყება. ვიმედოვნებ, მალე გაბრწყინდება. რთული სეზონი იყო, განსაკუთრებით "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელის რანგში, რადგან ამ კლუბმა ბოლო წლებში ბევრს მიაღწია".

"იუნაიტედი" ტიტულების მოგებითა და საუკეთესოთა შორის ყოფნითაა სახელგანთქმული. ყველა ჩვენგანისთვის რთული სეზონი გამოვიდა, მაგრამ ვფიქრობ, კვლავ უნდა ვირწმუნოთ საკუთარი თავის", - ციტირებს სანჩოს სიტყვებს "ემიუს" ოფიციალური საიტი.

ცნობისთვის, 22 წლის ინგლისელი "მანჩესტერ იუნაიტედს" გასულ ზაფხულს "დორტმუნდიდან" 85 მილიონ ევროდ შეუერთდა.

მიმდინარე სეზონში სანჩომ ყველა ტურნირზე ერთად 38 მატჩი ჩაატარა,  5 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.