ავტორიზაცია

"მთელი საქმე ფულშია", - ბაიერნის ყოფილი პრეზიდენტი ლევანდოვსკის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა

"მთელი საქმე ფულშია", - ბაიერნის ყოფილი პრეზიდენტი ლევანდოვსკის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა
თარიღი 16 მაი 2022, 10:48

"ბაიერნის" ყოფილი, ამჟამად კი საპატიო პრეზიდენტი, ული ჰიონესი გუნდის თავდამსხმელის, რობერტ ლევანდოვსკის შესაძლო წასვლას გამოეხმაურა.

მოგეხსენებათ, 33 წლის პოლონელ სუპერვარსკვლავს მიუნხენურ გრანდთან ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტის გახანგრძლივება არ უნდა და კლუბის დატოვებას გეგმავს.

"მთელი საქმე ფულშია", - ციტირებს ჰიონესის სიტყვებს Bayern & Germany.

"დარწმუნებული ვარ, რობერტი ჩვენი გუნდის რიგებში კიდევ ერთ კარგ სეზონს ჩაატარებს", - დაამატა 70 წლის გერმანელმა.

გარდა ამისა, ჰიონესმა აღნიშნა, რომ პოლონელი, დიდი ალბათობით, მომავალი სეზონის დასრულების შემდეგ წასვლას გადაიფიქრებს, რადგან იმ დროისთვის 35 წელი უსრულდება, ამავდროულად იცის, თუ რისი შეთავაზება შეუძლია მისთვის "ბაიერნს".