"ალბათ, როდრიგო და ვალვერდე სასტარტოში იქნებიან", - ანჩელოტი ჩემპიონთა ლიგის ფინალის შესახებ
"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ლივერპულთან" გასამართი მატჩისთვის მადრიდელთა გეგმების შესახებ ისაუბრა.
ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის გუნდის შემადგენლობაზე
"შესაძლოა, როდრიგომ და ვალვერდემ ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყონ. შეიძლება კი, შეიძლება არა, მაგრამ ითამაშებენ".
"ვალვერდემ კარში უფრო ხშირად უნდა დაარტყას. ეს ის თვისებაა, რომელსაც წინა თამაშებში იშვიათად იყენებდა, მაგრამ ბოლო მატჩებში ხშირად აკეთებდა. მისთვისაც კარგია და ჩვენთვისაც".
იმაზე, იქნება თუ არა ნაჩო სასტარტოში
"როცა ნაჩო გყავს, შემადგენლობასთან დაკავშირებით ეჭვები მუდმივად არსებობს. "რეალში" არა მხოლოდ 11 ფეხბურთელს შეუძლია თამაში", - თქვა "რეალის" მწვრთნელმა "კადისთან" (1:1) მატჩის შემდეგ.
მოგეხსენებათ, "სამეფო კლუბი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ლივერპულს" 28 მაისს დაუპირისპირდება.