ავტორიზაცია

ლაპორტას პასუხი კითხვაზე: "გსურთ თუ არა, რომ მესი ბარსელონაში დაბრუნდეს?"

ლაპორტას პასუხი კითხვაზე: "გსურთ თუ არა, რომ მესი ბარსელონაში დაბრუნდეს?"
თარიღი 16 მაი 2022, 11:44

"ბარსელონას" პრეზიდენტს, ჟოან ლაპორტას სურს, რომ "პსჟ"-ს თავდამსხმელი, ლიონელ მესი კატალონიურ გრანდში დაბრუნდეს.

"ლურჯ-ბროწეულისფერთა" ხელმძღვანელმა 34 წლის არგენტინელი სუპერვარსკვლავის შესაძლო დაბრუნების თაობაზე ჟურნალისტის კითხვას უპასუხა.

– გსურთ, რომ მესი დაბრუნდეს?

"დიახ, რა თქმა უნდა", - ციტირებს ლაპორტას სიტყვებს ესპანური მედია.

მოგეხსენებათ, მესი, რომელსაც მთელი კარიერა "ბარსელონაში" ჰქონდა გატარებული, "პსჟ"-ში გასული წლის აგვისტოში გადავიდა.

ლეოს პარიზულ კლუბთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. 2021/22 წლების სეზონში მან ყველა ტურნირზე ერთად 33 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 13 ასისტი მიითვალა.