"რა თქმა უნდა, ამაზე ვოცნებობ", - ბენზემამ განმარტა, თუ რა შემთხვევაში შეძლებს ოქროს ბურთის მოგებას
კარიმ ბენზემამ საფრანგეთის ფეხბურთელთა კავშირისგან მიღებული ჯილდოს შესახებ კომენტარი გააკეთა.
მოგეხსენებათ, "რეალის" ფორვარდი საზღვარგარეთ მოასპარეზე საუკეთესო ფრანგ მოთამაშედ დასახელდა.
"ძალიან ბედნიერი ვარ, ეს ყოველთვის სიამაყის მიზეზია. ამ ჯილდოს დასაკუთრება რთულია, ბევრი ძალიან კარგი ფეხბურთელი არსებობს".
"ვიქეცი იმ ფორვარდად, რომელზეც ვოცნებობდი? ვფიქრობ, დიახ. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სტატისტიკა არ არის. ვცდილობ, გუნდს გოლების გატანაში დავეხმარო".
"რა თქმა უნდა, "ოქროს ბურთზე" ვოცნებობ, მაგრამ ამ ჯილდოს იმ შემთხვევაში მოვიგებ, თუ საკუთარ ინტერესებზე მაღლა გუნდის ინტერესებს დავაყენებ", - ციტირებს 34 წლის ფრანგის სიტყვებს RMC-ი.