ავტორიზაცია

"ბევრი საქმეა გასაკეთებელი", - ტენ ჰაგი მანჩესტერში მუშაობას დღეიდან შეუდგება

"ბევრი საქმეა გასაკეთებელი", - ტენ ჰაგი მანჩესტერში მუშაობას დღეიდან შეუდგება
თარიღი 16 მაი 2022, 12:46

"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალი მთავარი მწვრთნელი, ერიკ ტენ ჰაგი მანიკუნიანელთა რიგებში მუშაობას დღეიდან შეუდგება.

52 წლის ჰოლანდიელი სპეციალისტი "აიაქსს" სარეკლამო ტურის ეგიდით კიურასაოში არ გაჰყვება და ახალ კლუბს შეუერთდება.

"დიახ, ორშაბათს მთელ შტაბთან ერთად წვეულება გაიმართება და ამით ყველაფერი დასრულდება. არა, კიურასაოში არ გავემგზავრები. ვფიქრობ, გამიგებენ".

"ემიუში" ბევრი საქმეა გასაკეთებელი. ცხადია. ნებისმიერ კლუბში ბევრი სამუშაოა. მწვრთნელმა მომავალი სეზონისთვის მზადებაზე განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილოს. ამ მიმართულებით დიდი სამუშაოა შესასრულებელი".

"რაც შეეხება სამწვრთნელო შტაბს, კიდევ რამდენიმე საკითხია მოსაგვარებელი. იგივე ეხება გუნდსაც. უახლოეს რამდენიმე დღეში, ორშაბათიდან დაწყებული, ამაზე ინტენსიურად დავიწყებთ მუშაობას", - ციტირებს ტენ ჰაგის სიტყვებს Sky Sports-ი.