ავტორიზაცია

BREAKING: სეზონის ბოლო მატჩში მანჩესტერს ტენ ჰაგი უხელმძღვანელებს!

BREAKING: სეზონის ბოლო მატჩში მანჩესტერს ტენ ჰაგი უხელმძღვანელებს!
თარიღი 16 მაი 2022, 02:27

"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალი მთავარი მწვრთნელი, ერიკ ტენ ჰაგი მანიკუნიანელთა რიგებში მუშაობას ამ სეზონშივე შეუდგება.

როგორც გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო წერს, 52 წლის ჰოლანდიელი სპეციალისტი მანჩესტერში ორშაბათს, ანუ დღეს ჩავა. 

მიტჩელ ვან დერ გაარი, ტენ ჰაგის ამჟამინდელი ასისტენტი, "ემიუშიც" მისი სამწვრთნელო შტაბის წევრი იქნება. გარდა ამისა, კლუბში სტივ მაკლარენის მიწვევაზეც მუშაობენ.

სეზონის ბოლო მატჩში, რომელსაც "ეშმაკუნები" "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ გამართავენ, გუნდს "აიაქსის" აწ უკვე ექს-თავკაცი უხელმძღვანელებს, წერს The Guardian-ი.

ამსტერდამელები სპეციალისტს უკვე დაემშვიდობნენ. კლუბმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩამოთვლილია 2017 წლიდან მოყოლებული ერიკის მიღწევები და მოცემულია ამსტერდამში მის მიერ დასაკუთრებული ყველა ჯილდო.

"მადლობა გახარებისთვის. მადლობა ჩვენი ახალგაზრდებისადმი ნდობისთვის. მადლობა ჯადოსნური საღამოებისთვის".

"ერიკ, მადლობა ფეხბურთისთვის...", - წერია "აიაქსის" მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.