ავტორიზაცია

"სათქმელი არაფერია, არ იდარდოთ", - ატლეტიკოში სიმეონეს მომავალი გადაწყვეტილია

"სათქმელი არაფერია, არ იდარდოთ", - ატლეტიკოში სიმეონეს მომავალი გადაწყვეტილია
თარიღი 16 მაი 2022, 13:52

"ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ განაცხადა, რომ მადრიდული კლუბიდან არ წავა.

"სათქმელი არაფერია. არ იდარდოთ - აქ ვიქნებით, როგორც ყოველთვის", - ციტირებს არგენტინელი სპეციალისტის სიტყვებს Marca.

როგორც გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო იტყობინება, "როხიბლანკოს" ხელმძღვანელობა არცერთ სხვა მწვრთნელს არ დაკავშირებია. კლუბში სიმეონეს ენდობიან და სწორედ "ჩოლოში" ხედავენ გუნდის აწმყოსა და მომავალს.

მოგეხსენებათ, 52 წლის სამხრეთამერიკელი "ატლეტიკოს" 2011 წლიდან უდგას სათავეში და მისი მეთაურობით გუნდმა 8 ტიტული მოიგო.

ცნობისთვის, ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში "როხიბლანკო" ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 37 ტურში მოპოვებული 68 ქულით მე-3 ადგილს იკავებს და ჩემპიონთა ლიგის საგზური გაინაღდა.