ავტორიზაცია

მანჩესტერ სიტი გამოირიცხა — პოგბას ტრანსფერზე ევროპის ორი ტოპ კლუბი მუშაობს

მანჩესტერ სიტი გამოირიცხა — პოგბას ტრანსფერზე ევროპის ორი ტოპ კლუბი მუშაობს
თარიღი 16 მაი 2022, 14:39

"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალური ნახევარმცველი, პოლ პოგბა "მანჩესტერ სიტიში" არ გადავა, წერს ფაბრიციო რომანო.

როგორც გავლენიანი ჟურნალისტი იუწყება, ფრანგი სუპერვარსკვლავი "ქალაქელებთან" მოლაპარაკებების გამართვას არ აპირებს.

აღსანიშნავია, რომ პოგბას წარმომადგენლებს დღეს "იუვენტუსის" ხელმძღვანელობა შეხვდება. განხილვის მთავარი საკითხი ფეხბურთელის ხელფასი იქნება. აქამდე არსებული ცნობით, იტალიური გრანდი პოლს "ემიუზე" და "პსჟ"-ზე ნაკლებს შესთავაზებს.

პარიზელთა ბოსებს პოგბას გარემოცვასთან კონტაქტი უკვე ჰქონდათ. 29 წლის ნახევარმცველი "პსჟ"-ს სიაშია.

მოგეხსენებათ, ფრანგი "მანჩესტერ იუნაიტედში" 2016 წლის აგვისტოდან ირიცხება და კლუბთან მოქმედი ხელშეკრულების ვადა ზაფხულში ეწურება. 

ამ სეზონში პოგბამ ყველა ტურნირზე ერთად "ეშმაკუნების" მაისურით 27 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი პასი გააკეთა.