ავტორიზაცია

"ვფიქრობ, კვლავ ძალიან ამბიციურია", - ტენ ჰაგმა მანჩესტერში რონალდუს მომავალზე კომენტარი გააკეთა

"ვფიქრობ, კვლავ ძალიან ამბიციურია", - ტენ ჰაგმა მანჩესტერში რონალდუს მომავალზე კომენტარი გააკეთა
თარიღი 16 მაი 2022, 14:52

"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა გუნდის თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ შეაქო.

"რონალდუ გიგანტია, რადგან უკვე ბევრი რამ გვაჩვენა. ვფიქრობ, კვლავ ძალიან ამბიციურია", - ციტირებს ჰოლანდიელი სპეციალისტის სიტყვებს De Telegraaf-ი.

"რა თქმა უნდა, მისი შენარჩუნება მსურს. ამ წელს რონალდუ "ემიუსთვის" ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ბრწყინვალე სტატისტიკა აქვს", - დასძინა ტენ ჰაგმა.

მოგეხსენებათ, აქამდე ოფიციალურად დადასტურდა, რომ "აიაქსის" აწ უკვე ყოფილი დამრიგებელი "ეშმაკუნების" რიგებში მუშაობას დღეიდან შეუდგება.

რაც შეეხება რონალდუს, 37 წლის პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად "ემიუს" ღირსება 39 მატჩში დაიცვა, 24 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასიც მიითვალა.