ავტორიზაცია

"უსაზღვროდ მადლობელი ვარ", - ლუის სუარესი ატლეტიკოს დაემშვიდობა

"უსაზღვროდ მადლობელი ვარ", - ლუის სუარესი ატლეტიკოს დაემშვიდობა
თარიღი 16 მაი 2022, 15:33

"ატლეტიკოს" თავდამსხმელი, ლუის სუარესი, რომელსაც კონტრაქტის ვადა ზაფხულში ეწურება, მადრიდულ გუნდს დაემშვიდობა.

მოგეხსენებათ, აქამდე ოფიციალურად დადასტურდა, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ 35 წლის ურუგვაელი "როხიბლანკოს" რიგებს დატოვებს.

"უსაზღვროდ მადლობელი ვარ თითოეული გულშემატკივრის სიყვარულისთვის, "ატლეტიკოს" თითოეული თანამშრომლის ერთგულებისთვის, რასაც ყოველდღე იჩენდნენ და ჩემი ოჯახის, რომელიც თან მახლდა!", - წერს სუარესი სოციალურ ქსელში.

მოგეხსენებათ, გამოცდილი სამხრეთამერიკელი ფორვარდი "ატლეტიკოს" 2020/21 წლების სეზონში "ბარსელონადან" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

მიმდინარე სეზონში სუარესმა ყველა ტურნირზე ერთად 44 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა საკუთარ აქტივში.