ავტორიზაცია

გვარდიოლა პრემიერ ლიგის ბოლო ტურზე: "წარმოუდგენელი პრივილეგიაა - მოიგო საშინაო მატჩი და გახდე ჩემპიონი"

გვარდიოლა პრემიერ ლიგის ბოლო ტურზე: "წარმოუდგენელი პრივილეგიაა - მოიგო საშინაო მატჩი და გახდე ჩემპიონი"
თარიღი 16 მაი 2022, 16:44

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ ინგლისის ჩემპიონატის ტიტულისთვის ბრძოლის შესახებ ისაუბრა.

მოგეხსენებათ, ბოლო ტურის წინ, "ქალაქელები" უახლოეს მდევარ "ლივერპულს" 4 ქულით უსწრებენ, თუმცა იურგენ კლოპის ბიჭებს ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული. შესაბამისად, გუნდებს შორის პოტენციური სხვაობა ერთი ქულაა.

"შემიძლია რაღაცაში დაგარწმუნოთ. ერთ კვირაში ჩვენი სტადიონი ძალიან ხმაურიანი იქნება და გულშემატკივრებს სიცოცხლეს მივცემთ, ისინი კი ჩვენ მოგვცემენ თავიანთ სიცოცხლეს 95 წუთის განმავლობაში".

"წარმოუდგენელი პრივილეგიაა - მოიგო საშინაო მატჩი და გახდე ჩემპიონი", - ციტირებს ესპანელი სპეციალისტის სიტყვებს Goal.com-ი.

მოგეხსენებათ, პრემიერ ლიგის ბოლო ტურში "მანჩესტერ სიტი" "ასტონ ვილას" უმასპინძლებს. შეხვედრა 22 მაისს გაიმართება.