ავტორიზაცია

"მისი შეძენა € 70 ათასად შეგვეძლო", - სკაუტმა გაამხილა, თუ რატომ თქვა უარი ევერტონმა ჰოლანდზე

"მისი შეძენა € 70 ათასად შეგვეძლო", - სკაუტმა გაამხილა, თუ რატომ თქვა უარი ევერტონმა ჰოლანდზე
თარიღი 16 May 2022, 20:00

"ევერტონის" სკაუტმა, ბრაიან კინგმა, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელების სკანდინავიის რეგიონებში ძიებითაა დაკავებული, განაცხადა, რომ ლივერპულურ კლუბს "დორტმუნდის" თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის ყიდვა შეეძლო, როცა ეს უკანასკნელი 15 წლის გახლდათ.

იმ პერიოდში ნორვეგიელი სუპერვარსკვლავი "ბრინის" ღირსებას იცავდა, საიდანაც 2017 წლის თებერვალში "მოლდეში" 100 ათასი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

"მაშინ 15 წლის იყო, ვაკვირდებოდით და მისი ხელში ჩაგდება 70 ათასად შეგვეძლო. მაგრამ რადგანაც ასეთი ახალგაზრდა და ფიზიკურად ასეთი დიდი გახლდათ, ვიფიქრეთ, რომ როცა გაიზრდებოდა და სხვა მოთამაშეებიც გაიზრდებოდნენ, თავის ეფექტურობას დაკარგავდა".

"მაგრამ ეს არ მოხდა. კიდევ უფრო ძლიერი, სწრაფი და უკეთესი გახდა", - ციტირებს კინგის სიტყვებს ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Times-ი.

შეგახსენებთ, ჰოლანდი, რომელიც ამჟამად 21 წლისაა, 2022 წლის 1 ივლისს "მანჩესტერ სიტის" შეუერთდება და მომავალი სეზონიდან "ქალაქელთა" ღირსებას დაიცავს.