კიელინი სეზონის დასრულებისთანავე წავა — ალეგრიმ იუვენტუსის ახალი კაპიტანი დაასახელა
"იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ სერია ა-ს 37-ე ტურში "ლაციოსთან" გასამართი მატჩის წინ იმის შესახებ ისაუბრა, თუ ვინ უკაპიტნებს მომავალ სეზონში გუნდს.
მოგეხსენებათ, "ბებერი ქალბატონის" კაპიტანი აქამდე 37 წლის მცველი, ჯორჯო კიელინი გახლდათ, რომელსაც მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კონტრაქტი ეწურება და ტურინს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
"ამ სეზონში გუნდი უფრო ინდივიდუალური გახდა. ოთხშაბათს გასამართი მატჩის წინ, სახლში იტალიის თასის წამოღება ვერ მოვახერხეთ. როცა მარცხდები, კი არ უნდა ილაპარაკო, არამედ იმაზე მოახდინო კონცენტრირება, თუ რას გააკეთებ მომდევნო სეზონში".
"რაც შეეხება კაპიტნის სამკლაურის იერარქიას, მომავალ სეზონში მას ლეონარდო ბონუჩის ხელზე ვიხილავთ", - ციტირებს ალეგრის სიტყვებს La Gazzetta dello Sport-ი.
"იუვენტუსი" იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 36 მატჩში მოპოვებული 69 ქულით მე-4 ადგილს იკავებს და ჩემპიონთა ლიგის საგზური განაღდებული აქვს.