ავტორიზაცია

"სეზონის ბოლოს დავკარგავთ", - ტუხელმა ჩელსის ფეხბურთელის ბარსელონაში გადასვლა დაადასტურა

"სეზონის ბოლოს დავკარგავთ", - ტუხელმა ჩელსის ფეხბურთელის ბარსელონაში გადასვლა დაადასტურა
თარიღი 16 მაი 2022, 20:22

"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა დაადასტურა, რომ ლონდონელთა ცენტრალური მცველი, ანდრეას კრისტენსენი სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

"სეზონის ბოლოს დავკარგავთ", - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

გავრცელებული ინფორმაციით, 26 წლის დანიელმა ფეხბურთელმა რამდენიმე კვირის წინ "ბარსელონასთან" კონტრაქტის პირობები შეათანხმა. კატალონიურ გრანდში იგი ოფიციალურად 2022 წლის 1 ივლისს გადავა.

აღსანიშნავია, რომ კრისტენსენი "ჩელსის" ღირსებას 2012 წლიდან იცავდა. "არისტოკრატების" მაისურით მან საერთო ჯამში 161 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემაც გააკეთა.

ცნობისთვის, დანიელი უკანახაზელი ინგლისური გრანდის აკადემიის აღზრდილია, სადაც 2011 წლის ზაფხულში მშობლიური "ბრონდბიუდან" ჩაირიცხა.