ავტორიზაცია

ცნობილია თანხა, რომელსაც რეალი მბაპეს კონტრაქტის გაფორმებისთვის ბონუსის სახით გადაუხდის

ცნობილია თანხა, რომელსაც რეალი მბაპეს კონტრაქტის გაფორმებისთვის ბონუსის სახით გადაუხდის
თარიღი 16 May 2022, 20:33

"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელის, კილიან მბაპეს "რეალში" ტრანსფერი პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავია.

23 წლის ფრანგი სუპერვარსკვლავი, რომელსაც პარიზელებთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 30 ივნისს ეწურება, მადრიდულ გრანდს უფასოდ შეუერთდება.

როგორც ცნობილი ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა იტყობინება, "რეალი" მბაპეს გუნდში გადასვლისთვის ბონუსის სახით 40 მილიონ ევროს გადაუხდის.

გავრცელებული ინფორმაციით, კილიანი "ბლანკოსთან" 2027 წლამდე გათვლილ ხელშეკრულებას მოაწერს ხელს და მისი წლიური ანაზღაურება 40 მილიონი (30 მლნ - ძირითადი ნაწილი, 10 მლნ - ბონუსები) იქნება.

მოგეხსენებათ, "პსჟ"-მ მბაპე 2018 წლის ივლისში "მონაკოდან" დაიმატა და მისი ტრანსფერი საერთო ჯამში 145 მილიონი ევრო დაუჯდა.

მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა სუპერვარსკვლავმა ყველა ტურნირზე ერთად პარიზელთა მაისურით 44 მატჩი ჩაატარა, 36 გოლი გაიტანა და 21 შედეგიანი პასი გააკეთა.