ავტორიზაცია

VIDEO: ემოციური კადრები — დიბალა იუვეს მაისურით ჩატარებული ბოლო საშინაო მატჩის შემდეგ ბავშვივით ატირდა

თარიღი 17 მაი 2022, 10:24

იტალიის ჩემპიონატის 2021/22 წლების სეზონის 37-ე ტურის ეგიდით, "იუვენტუსმა" შინაურ კედლებში "ფიორენტინას" უმასპინძლა.

შეხვედრა უხვგოლიანი გამოდგა და ფრედ დასრულდა - 2:2.

აღსანიშნავია, რომ ტურინელთა თავდამსხმელმა, პაულო დიბალამ და მცველმა, ჯორჯო კიელინიმ "ალიანც სტედიუმზე" თავიანთი ბოლო მატჩი ჩაატარეს და გულშემატკივრებს გამოემშვიდობნენ - არგენტინელი პატარა ბავშვივით ატირდა და ცრემლებს ვერ იკავებდა.

ორივე ზემოთნახსენები ფეხბურთელი "იუვეს" რიგებს თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს.