ავტორიზაცია

არტეტა: "ჩვენი თამაში ძალიან შორს იყო იმისგან, რაც ჩემპიონთა ლიგაზე გასვლისთვისაა საჭირო"

არტეტა: "ჩვენი თამაში ძალიან შორს იყო იმისგან, რაც ჩემპიონთა ლიგაზე გასვლისთვისაა საჭირო"
თარიღი 17 მაი 2022, 11:46

"არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ პრემიერ ლიგის 37-ე ტურში "ნიუკასლთან" (0:2) გამართული მატჩის შედეგი შეაჯამა.

"ნიუკასლმა" გამარჯვება დაიმსახურა, ბევრად ძლიერები იყვნენ. ჩვენ არაფერი გამოგვდიოდა. ყველა ასპექტში გვაჯობეს, ბურთთან ერთად ცუდად ვმუშაობდით".

"მატჩის მიმდინარეობისას ბევრი რამ მოხდა, მათ შორის იძულებითი ცვლილებები ტრავმების გამო, მაგრამ ეს გასამართლებელი საბუთი არ არის".

"ვერ ვითამაშეთ ისე, როგორც უნდა გვეთამაშა. ვცდილობდით რაღაც შეგვეცვალა, მაგრამ უშედეგოდ. ზოგ მომენტში უკეთესად გამოვიყურებოდით, მაგრამ საშინელი გოლები გავუშვით და გეგმა ვერ შევასრულეთ".

"ნიუკასლი" 10-ჯერ უკეთესი გახლდათ და ეს სამწუხაროა. ჩვენი თამაში ძალიან შორს იყო იმისგან, რაც ჩემპიონთა ლიგაზე გასვლისთვისაა საჭირო. ძალიან იმედგაცრუებული ვარ, მტკივნეული მარცხია. ამ დღემდე ყველაფერი ჩვენს ხელში იყო, ახლა კი აღარ არის. მაგრამ ფეხბურთში ყოველთვის არსებობს სულ მცირე შანსი", - თქვა არტეტამ Sky Sports-ის ეთერში.