ავტორიზაცია

"ამ სიაში რონალდუ 3-4 ფეხბურთელზე მაღლა უნდა იყოს, ის კი საერთოდ ვერ მოხვდა", - ფერდინანდი აღშფოთებულია

"ამ სიაში რონალდუ 3-4 ფეხბურთელზე მაღლა უნდა იყოს, ის კი საერთოდ ვერ მოხვდა", - ფერდინანდი აღშფოთებულია
თარიღი 17 მაი 2022, 12:20

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მცველი, რიო ფერდინანდი უკმაყოფილოა იმით, რომ კრიშტიანუ რონალდუ პრემიერ ლიგის სეზონის საუკეთესო ჯილდოსთვის მებრძოლი ფეხბურთელების სიაში ვერ მოხვდა.

შორტ-ლისტში შემდეგი მოთამაშეები არიან: ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი ("ლივერპული"), ჯეროდ ბოუენი ("ვესტ ჰემი"), ჟოაო კანსელო, კევინ დე ბრუინი (ორივე - "მანჩესტერ სიტი"), ბუკაიო საკა ("არსენალი"), მოჰამედ სალაჰი ("ლივერპული"), სონ ჰინ მინი ("ტოტენჰემი"), ჯეიმს უორდ-პრაუსი ("საუთჰემპტონი").

"საკა ნომინანტთა შორის? ამ სიაში ჯერ არ შევიყვანდი. მითუმეტეს იმ შემთხვევაში, როცა რონალდუ არაა პრეტენდენტთა ჯგუფში. არა ამ სეზონში".

"აღნიშნულ სიაში რონალდუ სამ ან თუნდაც ოთხ ბიჭზე მაღლა უნდა იყოს. ალბათ, ვერ მოიგებდა, მაგრამ თუ მთლიანობაში კანდიდატთა სიაზე ვისაუბრებთ, სასაცილო გადაწყვეტილებაა".

"ამას უპატივცემულობად მიიღებს, თუმცა სამომავლოდ მხოლოდ მოტივაციას შემატებს. იფიქრებს: "როგორ გაბედეთ?".

"თუ საქმე სტატისტიკაშია, იტყვის: "დიახ, პრეტენდენტთა უმრავლესობაზე მეტი გოლი გავიტანე, სალაჰის გამოკლებით, საერთოდ რაზე ფიქრობთ?", - დასძინა ვეტერანმა ინგლისელმა.