ავტორიზაცია

"ამაში 100%-ით დარწმუნებული ვარ", - ფერდინანდმა მანჩესტერში რონალდუს მომავალი იწინასწარმეტყველა

"ამაში 100%-ით დარწმუნებული ვარ", - ფერდინანდმა მანჩესტერში რონალდუს მომავალი იწინასწარმეტყველა
თარიღი 17 მაი 2022, 12:50

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ცენტრალური მცველი, რიო ფერდინანდი გუნდის თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს დარჩენაში დარწმუნებულია.

"100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ კრიშტიანუ "მანჩესტერ იუნაიტედში" დარჩება", - ციტირებს ვეტერანი ინგლისელის სიტყვებს Daily Mail-ი.

"მემკვიდრეობა, რომელსაც აქ დატოვებს, განსხვავებული იქნება იმასთან შედარებით, რასაც ელოდა. მაგრამ თანაგუნდელებზე, ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გავლენას მოახდენს და კულტურის ჩამოყალიბებაში დაეხმარება".

"ახალი მწვრთნელი კონკრეტული მოთამაშეების დახმარებით მოახდენს თავისი იდეების რეალიზაციას და გასაგები მიზეზების გამო, რონალდუ ერთ-ერთი მათგანი იქნება. ეს არის მისი თავდადება, მონდომება და ხასიათი. როგორც მისი განცხადებიდან ჩანს, მწვრთნელის წარმატება სურს".

"დრო სჭირდება და უნდა მისცენ. პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი ის არის, რომ გზას თავად განსაზღვრავს, ფეხბურთელები კი უნდა გაჰყვნენ".

"ტენ ჰაგს სტრუქტურის გადაწყობა მოუნდება და გასახდელში დამხმარეები დასჭირდება. ამას ყოველთვის ვამბობდი. ასე იყო, როცა თავად ვთამაშობდი "ოლდ ტრაფორდზე".

"ყოველთვის საჭიროა ისეთი მოთამაშეები (არა მხოლოდ კაპიტანი), რომლებიც ყოველდღიურად გეხმარებიან კულტურის შექმნასა და სტანდარტების დადგენაში", - დასძინა ფერდინანდმა.