იუვენტუსში დე ლიგტის ბედი პრაქტიკულად გადაწყვეტილია
"იუვენტუსის" ხელმძღვანელობა გუნდის ცენტრალურ მცველს, მატეის დე ლიგტს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს.
აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი იტალიური გამოცემა Sky Sport Italia ავრცელებს.
მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმდნენ, რომელიც 2026 წლამდე იქნება გათვლილი. მოქმედი კონტრაქტის ვადა 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
მოგეხსენებათ, 22 წლის ჰოლანდიელი "იუვემ" 2019 წელს "აიაქსიდან" 85,5 მილიონი ევროს სანაცვლოდ იყიდა.
დე ლიგტს "ბებერი ქალბატონის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად საერთო ჯამში 116 მატჩი აქვს ჩატარებული და 8 გოლი გატანილი.