ცნობილი გახდა, თუ როდის გაირკვევა მილანში იბრაჰიმოვიჩის მომავალი
"მილანში" თავდამსხმელ ზლატან იბრაჰიმოვიჩის მომავალი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ გაირკვევა, იტყობინება ცნობილი გამოცემა Football Italia.
მოგეხსენებათ, "როსონერი" ბოლო ტურის წინ სერია ა-ს სატურნირო ცხრილს ლიდერობს და "სასუოლოსთან" 22 მაისს გასამართ მატჩში გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონი გახდება.
40 წლის შვედს მილანელებთან მოქმედი კონტრაქტის ვადა ზაფხულში ეწურება. არც კლუბს და არც თავად ფეხბურთელს ჯერ არ განუცხადებია, დარჩება თუ არა იგი "მილანში".
გავრცელებული ინფორმაციით, იბრაჰიმოვიჩი საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილებას მხოლოდ სეზონის დასკვნითი მატჩის შემდეგ მიიღებს.
აქამდე დაიწერა, რომ "მილანში" ზლატანს ერთ-ერთი თანამდებობის დაკავება შესთავაზეს, მაგრამ თავად შვედს კვლავ თამაში უნდა.