ავტორიზაცია

"ამას წარმოუდგენელი სიმამაცე სჭირდება", - ნევილი ფეხბურთელზე, რომელმაც აღიარა, რომ გეია

"ამას წარმოუდგენელი სიმამაცე სჭირდება", - ნევილი ფეხბურთელზე, რომელმაც აღიარა, რომ გეია
თარიღი 17 May 2022, 14:48

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა, გარი ნევილმა "ბლექპულის" ნახევარმცველს, ჯეიკ დენიელსს მხარი დაუჭირა, რომელმაც თავისი არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია აღიარა.

17 წლის ინგლისელი გახდა პირველი ბრიტანელი პროფესიონალი ფეხბურთელი, რომელმაც ქამინგ-აუთის გაკეთება გადაწყვიტა.

"იმას, რაც მან გააკეთა, წარმოუდგენელი სიმამაცე სჭირდება. ამას კიდევ 15-20 წელი ვერავინ გააკეთებდა", - აცხადებს ვეტერანი მცველი.

"წარმოდგენაც კი არ მინდა, როგორ უჭირდა. მისთვის და მთელი ინგლისური ფეხბურთისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა. ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი ფეხბურთისთვის".

"ფეხბურთში მსგავსი რამ პრობლემად რჩება. ვიცით, რომ გულშემატკივრების თვალსაზრისით, ასეთი ნაბიჯები უკვე მისაღებია, მაგრამ აი გასახდელში ყველაფერი სხვაგვარად შეიძლება იყოს, რადგან გუნდებში არსებობს ერთგვარი ინიცირების ცერემონიები, აქვს ადგილი ზეწოლას თანატოლების მხრიდან და მსგავს მოვლენებს. წარმოიდგინეთ, როგორ გრძნობს თავს ასეთ ეგოისტურ ადგილებში 16 წლის მოზარდი".

"გაოგნებული ვარ ჯეიკის ასეთი მაგარი გამოსვლით", - დასძინა ნევილმა Sky Sports-თან საუბრისას.