გადაწყვეტილი ამბავია — გაირკვა, თუ როდის დაადასტურებს რეალი მბაპეს ტრანსფერს

"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელი, კილიან მბაპე საკუთარ მომავალზე მომდევნო კვირის ბოლომდე ალაპარაკდება.
როგორც ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS-ი იტყობინება, 23 წლის ფრანგი სუპერვარსკვლავი პარიზიდან წასვლას ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე გამოაცხადებს, რომელიც 28 მაისს გაიმართება.
"პსჟ" 21 მაისს ლიგა 1-ის 38-ე ტურში "მეცს" უმასპინძლებს - ეს შეხვედრა მბაპესთვის პარიზელთა მაისურით უკანასკნელი იქნება.
კილიანის "რეალში" გადასვლა გადაწყვეტილი ამბავია, მაგრამ მადრიდული გრანდი მის ტრანსფერს ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ფინალში "ლივერპულთან" შეხვედრის შემდეგ დაადასტურებს.
მოგეხსენებათ, "პსჟ"-მ მბაპე 2018 წლის ივლისში "მონაკოდან" დაიმატა და მისი ტრანსფერი საერთო ჯამში 145 მილიონი ევრო დაუჯდა.
მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა სუპერვარსკვლავმა ყველა ტურნირზე ერთად 44 მატჩი ჩაატარა, 36 გოლი გაიტანა და 21 შედეგიანი პასი გააკეთა.